თეგებით ძიება

ფუმფულა ფანქეიქები კარამელის სოუსით

ფანქეიქების კიდევ ერთი უგემრიელესი ვარიანტი, რომელიც შეავსებს თქვენი რეცეპტების კოლექციას

ინგრედიენტები:

ფქვილი - 250 გ
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
შაქარი - 60 გ
კეფირი - 480 მლ
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 2 ს/კ
ზეთი - საჭიროებისამებრ
სოუსისთვის:
ნაღები - 200 მლ
კარამელის კანფეტები - 1 მუჭა

მომზადების წესები:

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი, აურიეთ.
ცალკე ჯამში შეურიეთ კეფირი, კვერცხი და გამდნარი კარაქი. მიღებულ მასა დაუმატეთ ფქვილის მასა და აურიეთ.
გახურებულ ტაფას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და დაასხით კოვზით ცომი. შეწვით ფანქეიქები ორივე მხრიდან.
ამასობაში მოამზადეთ სოუსი: კარამელის კანფეტები ჩყარეთ პატარ ქვაბში და დაასხით ნაღები. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ კანფეტები არ გადნება. სოუსი ოდნავ უნდა გასქელდეს.
მზა სოუსი მოასხით გამომცხვარ ფანქეიქებს.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა