თეგებით ძიება

"გირჩი" ჩამოყალიბდა რელობიდან გაქცევის, საკუთარ ნირვანასა და კაიფში გადაბარგების სიმბოლოდ" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში აფასებს:

"საქართველო, როგორც სახელმწიფოებრივი და ფასეულობრივი საზოგადოება, დასრულებულია
და ეს პროცესი არ დაწყებულა 2012 წლის ოქტომბერში.
არავითარ შემთხვევაში
2012 წლის ოქტომბერი ამ პროცესის გასაჯაროება და დაჩქარება მოხდა,
ამ პროცესს გეგმიური და მიზანმიმართული სახე მიეცა.
ცემის აზრიტ პროცესი ალბათ ოკუპაციური საინფორმაციო მაუწყებელ ,,იმედის,, ოფისის დარბევის შემდეგ დაიწყო.
,,იმედი,, რომ საოკუპაციო კონგლომერატი იყო თავის რუსული ოლიგარქიით, ეს არ იქნა მაშინდელი სახელმწიფოს მიერ დასაბუთებულად ფორმულირებული და რეკლამირებული. საინფორმაციო ომი თავიდანვე არ იქნა მიჩნეული სახელმწიფოს ფორმირებაში პრიორიტეტად.

ამას მერე მოჰყვა 26 მაისთან დაკავშირებული ასევე პრორუსული აქცია, ,,მეკომბლეებით,, ანუ უკვემეხუთე კოლონამ სახე გამოაჩინა და შიდა ბრძოლა დაიწყო უკვე აშკარად.
არც ამის თემატიზირება იყო სათანადო დონეზე.
ბევრი, ძალიან ბევრი პოსტსაბჭოური ,,ინტელიგენცია,, იდგა ანტისახელმწიფოებრივ ბარიკადზე.
ამ ყველაფერს კი უფრო დიდი კატასტროფა მოჰყვა - ქურდების კასირი, მოლარე, აბშიაკის მოყურე პოლიციელებმა ცემით ფაქტიურად მოკლეს და ეს ყველაფერი ჰეროულ ეპოსად აქცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის მანამდე ასე თუ ისე მოსიმპათიო ზედა ფენამაც.
არ მოხდა განთიშვა და განცალკავებ, თუ რაა სისხლის სამართლის დანასაული და ამ მხრივ სამართალი, და, რას დებს საზოგადოება სასწორზე ამ სამართლიანობის მისაღწევად.
სახელმწიფო დაიდო სასწორზე, ყოველგვარი ტოკვის, ფიქრის და ფასეულის გარეშე.
2008 წლის ვერ შემდგარი ქართული საზოგადოებრივი წინააღმდეგობა რუსი უკვე აშკარა ოკუპანტის წინააღმდებ, ამ პროცესების ლოგიკური გაგრძელება იყო.
,,ფიწლიტ ვებრძოლოთ რუსს,,?
არა ბატონო, მაგრამ, ხაჭაპურებს მაინც ნუ დაუცხობ და რუსს ჯარისკაცს ჟურნალისტი მობილურს და ფულს ნუ აჩუქებ, დედიკოს დაურეკეო..
ეს ფარსი მორალი და ფარსი ადამიანობაა...
მკვლელს კიარ მიუტევებ, არამედ აღზევებ და ეს არც კი გესმის...
ციხის ვითომკადრები და ფეიკი, ამ პროცესების დაგვირგვინება იყო მხოლოდ.
საქართველოს საზოგადოებას კიდევ რაღაც შანსი ექნებოდა, ეს ყველაფერი რომ მერე გაეაზრებინა, მაგრამ,
მოხდა კიდევ უფრო დიდი საშინელება
იმ ადამიანებმა, რომლებმაც ყოველგვარი ფასეულობის გარეშე საქართველოს სახელმწიფო დადეს პირადი სამართლის სასწორზე,
იმ ადამიანებმა, რომლებთაც აშკარად პროოკუპაციური იდეოლოგია ჰქონდათ
რაღაც დროის მერე, ოლიგარქიისაგან რომ თავი მიტოვებულად იგრძნეს,
თანდათან გადაინაცვლეს ოპოზიციის ბანაკში და გახდნენ ლიდერები და მათ ახლაც ეტრფის სახელმწიფო იდეის ერთგული საქართველოს მოქალაქეთა საკმაო ნაწილი.
ამ ადამიანებმა თავიანთ წარსულ ქმედებას ,,მიწა კიარ მიაყარეს,, არამედ საზოგადოებას ,,აუხსნეს,, რომ ეს მასინ თურმე სწორი ყოფილა.
ეს იყო უსასინლესი დევალვაცია ფასეულობისა.
და მაინც, ადამიანებს სჭირდებათ სურატი, რაღაც გამორჩეული მაგალიტი ამ დევალვაციის, გაუფასურების და სინაგანი თვითგაფიტვის თუ თვითგამოშიგვნისა.
ჩემთვის ეს მაგალითი არის ,,გირჩი,,
დიახ ,,გირჩი 1,, თუ ,,გირჩი 2,, თუ ის იმაგინარული გირჩ სახელმწიფო, ფასეულობრივი პერსიფლაჟი და დაცინვა ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნისა და საზოგადოებისა.
,,გირჩი,, ჩამოყალიბდა ჯარიდან და ზოგადად პასუხისმგებლობისაგან ახალაგაზრდა თაობის გათავისუფლების სიმბოლოდ და ეს ოკუპაციის ქვეყანაში.
,,გირჩი,, ჩამოყალიბდა რელობიდან გაქცევის, საკუთარ ნირვანაში და კაიფში გადაბარგების სიმბოლოდ და ეს იმ ქვეყანაში, სადაც განათლებაც, ადამიანის უფლებაც, ჯანდაცვაც და საერთოდ ყველაფერი ფეიკია.
,,გირჩი,, ჩამოყალიბდა ელემენტარული რწმენის გაუფასურების და დაცინვის სიმბოლოდ ისე, რომ ეს საზოგადოებამ ვერც კი დაინახა და ვისაც ახლა რაიმე კითხვა უჩნდება, ინფორმაციისათვის, ,,გირჩი,, ,,რელიგიაა,, ,,უზენაესმსახურების აღსრულების,, პირებით, ანუ უბრალოდ ,,გირჩ მღვდლებით,, რომლებიც ვითომდა რელიგიური მრწამსის გამო უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებენ ადამიანებს.
მე აქ და ამ ,,პასუხისმგებლობაში,, საერთოდ არ ვგულისხმობ ჯარს და იარაღს, არა,
ეს პასუხისმგებლობაა მომავალის პასუხისმგებლობა და აი ამისაგან გასათავისუფლებლებლად და მიზანმიმართულად ჩამოყალიბდა ,,გირჩი,,
დათვალეს რამდენი პროცენტი ქესაობს, ყლაპავს ტაბლეტებს, არ აინტერესებს საერთოდ საზოგადოება და ამის შესატყვისად და ამ პროცენტების მისაღებად ჩამოყალიბდნენ.
არაა აქ რუსეთი თუ პუტინი საქმესი, ეს უბრალო ადამიანურ გაიძვერობა და გამორჩენაა, ადამიანებისა, რომლებმაც ყველანაერ ფასეულს უარი უთხრეს.
ეს უკვე ფსკერზე გაცილებით, გაცილებით უფრო ქვევითაა
ეს უკვე დედამიწის მარადიული ჯურღმულია...", - წერს ფრანგიშვილი ფეისუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა