თეგებით ძიება

"რუსთავი 2"-ის მთელ უძრავ ქონებას დვალის და აქიმიძის მოთხოვნით დადებული ყადაღა მოხსნეს" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენდირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"რუსთავი 2"-ის მთელ უძრავ ქონებას მოხსნეს დვალის და აქიმიძის მოთხოვნით დადებული ყადაღა.
გადაიტანენ ახლა "ჰოლდინგის" საკუთრებაში და მალე ახდება ჩემი ორი წლის წინანდელი
"ვხედავ: კორპუსები, კორპუსები, კორპუსები...", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, რაც მოსამართე გოჩა დიდავამ არ დააკმაყოფილა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, წილების 60% ქიბარ ხალვაშს , დარჩენილი 40% კი ხალვაშისავე კომპანიის, „პანორამას“ საკუთრებაში რჩება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა