თეგებით ძიება
08. 12. 2021 მსოფლიო

საცობში ქალმა ავტომობილში იმშობიარა

საცობის დროს ქალმა მანქანაში იმშობიარა. შემთხვევა აშშ-ში, ნიუ-იორკში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ქმართან სამშობიაროში მიდიოდა, როცა საცობში მოხვდა.

პოლიციელებმა გადაწყვიტეს მომავალი მშობლები კლინიკაში ესკორტის თანხლებით მიეყვანათ.

რამდენიმე წუთში პოლიციელებმა შენიშნეს, რომ წყვილის ავტომობილი გაჩერდა. ისინი მანქანასთან მივიდნენ და ნახეს, რომ ქალმა უკვე იმშობიარა.

დედა და ახალშობილი გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა