გამომცხვარი კარტოფილი წიწაკით და ხახვით
ინგრედიენტები:
საფანელი - 2 ს.კ
ზეთი - 3 ს.კ
ნიორი - 3 კბილი
ხახვი - 1
ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
კარტოფილი - 500 გ
სოიოს სოუსი - 3 ს.კ
მარილი
კამა
მომზადების წესები:
კარტოფილი გათალეთ და დაჭერით. დაასხით წყალი, აადუღეთ და დაახლოებით 5 წუთი ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ.
წიწაკა საშუალო ზომაზე დაჭერით. ხახვი და ნიორი წვრილად. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი: კარტოფილი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, საფანელი, ზეთი, სოიოს სოუსი, მარილი. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე ერთ ფენად და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 20-30 წუთი. მზა კერძს მოაყარეთ კამა.
gemrielia.ge