თეგებით ძიება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

10-11 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დათბება და გამოიდარებს. ჰაერი +13, +14 გრადუსამდე გათბება. 12 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე კი უმეტესად ხანმოკლე წვიმებია ნავარაუდევი. ტემპერატურა +11, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოში 10-15 დეკემბრამდე უნალექო ამინდს ელოდებიან. ტემპერატურა მოიმატებს და +19, +21 გრადუსამდე იმერყევებს. 16-17 დეკმებრს კი დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, ტემპერატურა +11, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 10 დეკემბერს უნალექო ამინდს და +13 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო 11-17 დეკმებერს უმეტესად ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. ტემპერატურა +10 გრადუსამდე შემცირდება.

10 დეკემბერს მაღალ მთაში მოთოვს. ტემპერატურა ღამით -5 გრადუსი იქნება, დღისით კი მაქსიმუმ +5 გრადუსამდე დათბება. 11 დეკემბრიდან მთიან რეგიონებში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +10 გრადუსამდე გათბება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა