თეგებით ძიება

შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ყველანაირ გზას ეძებს, პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, უტიფრობაა, როცა ადამიანს, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე.

"ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის და ყველანაირ გზას ეძებს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. ეს ადასტურებს ორ რამეს - ეს არის ადამიანის პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობის მაგალითი, როცა ადამიანს აქვს მზაობა რომ ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს და მეორე - ეს არის უტიფრობა, როცა ადამიანი, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა და ნულოვანი ტოლერანტობა როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა მასთან არის ამ ქვეყანაში იდენტიფიცირებული, თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურებულია სამი ინსტანციის სასამართლოთი და ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც”, - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა