თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარებით სარგებლობა არ აღუდგინეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მისი სატელეფონო ზარების აღდგენის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

​„რაც შეეხება სატელეფონო ზარების აღდგენის შუამდგომლობას, სასამართლო განმარტავს, რომ როცა მოთხოვნას მხარე აყენებს, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უარყოფის ან დადასტურების. სიტყვაში „აღუდგინეთ“ იგულისხმება, რომ ესე იგი, შეზღუდული აქვს. აქვს თუ არა უფლება სასამართლოს, ჩაერიოს ამ შეზღუდული უფლების აღდგენაში. ვთვლი, რომ შუამდგომლობა ამ უფლების აღდგენაზე არ გამომდინარეობს კანონიდან. ვხელმძღვანელობ საპროცესო კოდექსის მუხლებით, სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს განჩინება არ საჩივრდება“, – განაცხადა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა