თეგებით ძიება

ხვალ მოსკოვში 3+3 ფორმატის პირველ შეხვედრა იმართება - რას აპირებს ქართული მხარე

ხვალ, 10 დეკემბერს, მოსკოვში 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველო არ ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. მათი თქმით, ფორმატში მონაწილეობა არ განიხილება.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი", — აცხადებს სამინისტრო.

3+3 ფორმატი თურქეთს, ირანს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის რეგიონული ფორმატის თანამშრომლობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა