თეგებით ძიება

„ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, აშკარად გონი არ აქვს ადამიანს“ - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მისი შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„იგივე მდგომარეობა აქვს, ხან ზის ხან წევს, სუსტად გრძნობს თავს, მაგრამ მიზეზი რა არის ამისი არ ვიცი. აქვს ხალხის აქტიურობის იმედი. კარგად რომ არ არის მე ვხედავ და გონი არ აქვს ადამიანს აშკარად, ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს.

მე როცა ვნახულობ ხოლმე რაღაცებს წერს, მუშაობს, პრაქტიკულად საუბარი არ გამოგვდის. წინადადებებს ამბობს ხოლმე უცებ, რაღაცას მეტყვის, მკითხავს. ჯერჯერობით მას თუ სადმე გადაიყვანენ ეს უნდა მოხდეს სადმე ნორმალურ კლინიკაში. ვხედავ, რომ სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია. შეიძლება არ ჰყოფნით ჩვენს ექიმებს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობის გამოცდილება.

აქ უნდა რომ იყოს და მოიკლას თავი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მას რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაყვანა სჭირდება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა