სამარხვო და ჯანსაღი ლობიოს წვნიანი
ინგრედიენტები:
კონსერვირებული ლობიო, წითელი - 150 გრამი
ბარდა
კარტოფილი - 3 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ნიორი - 3 კბილი
ხახვი - 1 ცალი
ქონდარი
მარილი და პილპილი
მომზადების წესები:
ჩაყარეთ ბარდა ქვაბში, ადუღეთ 10–15 წუთი. ცალკე ტაფაზე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სტაფილო.
გამზადებული მასა და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი დაამატეთ ქვაბში. დაელოდეთ 10 წუთი. შემდეგ, ჩაყარეთ წითელი ლობიო და სუნელები გემოვნებით.
სულ რაღაც 15 წუთში კი მზადაა ლობიოს წვნიანი.
gemrielia.ge