თეგებით ძიება

ნაძვის ხის ფორმის ნამცხვრები - საახალწლო სუფრის მშვენება

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რა მოამზადოთ საახალწლოდ, რათა სადღესასწაულო სუფრას მეტი ხალისი შესძინოთ და სტუმრები გააოცოთ, მაშინ ეს ის მარტივი რეცეპტია, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

ინგრედიენტები:

კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 75 გრ
ფქვილი - 25 გრ
ნუში - 50 გრ
სახამებელი - 20 გრ
თეთრი შოკოლადი - 100 გრ
ფისტა - 100 გრ
შაქრის ფხვნილი - 3 სკ

მომზადების წესები:

ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად, შეურიეთ გული და შაქარი. ნუში გახეხეთ, შეურიეთ სახამებელი, ფქვილი და შეურიეთ ორივე ნარევი. დაალაგეთ ცომი ქაღალდის კონუსებში და გამოაცხვეთ ღუმელში, 15-20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე და გამომცხვარ „ნაძვის ხეებს“ ფუნჯით წაუსვით, გააბრტყელეთ დაჭრილი ფისტა. სუფრაზე მიტანის წინ ნამცხვრებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა