მიირთვით უგემრიელესი წვნიანი, დამღლელი საახალწლო სუფრების შემდეგ
ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი - 1.5 კგ
კარტოფილი - 8 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ჭარხალი - 2 ცალი
ხახვი - 2 ცალი
ნიორი - 5 კბილი
კომბოსტო - 600 გრ
ტომატი - 3 სკ
მარილი
წიწაკა
უცხო სუნელი
მწვანილი
მომზადების წესები:
სასურველ ზომებად დაჭერით საქონლის ხორცი, გარეცხეთ და მოსახარშად დადგით ცეცხლზე. როდესაც წამოდუღდება, წყალი გადაღვარეთ და გააგრძელეთ ხარშვა. სანამ ხორცი იხარშება, გათალეთ 7-8 ცალი კარტოფილი, საშუალო ზომის სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო.
კარტოფილი დაჭერით სასურველ ზომებად, კომბოსტო თხლად და გრძლად, სტაფილო და ჭარხალი კუბებად. ტაფაზე, ზეთში მოშუშეთ ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, დაამატეთ ტომატი. როდესაც ხორცი თითქმის მოიხარშება, დაუმატეთ კარტოფილი, დაახლოებით 5 წუთში კომბოსტო და ბოლოს ტაფაზე მოშუშული მასა. კარგად გადაურიეთ. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, უცხო სუნელი გემოვნებით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი კიდევ 2 წუთით ადუღეთ. უგემრიელესი წვნიანი მზადაა. ძალიან უხდება არაჟანი.
რეცეპტი ფეისბუქ მომხმარებელს თამუნა შევარდნაძეს ეკუთვნის.
gemrielia.ge