თეგებით ძიება
17. 12. 2021 სპორტი

პირველად ისტორიაში ქართველ არბიტრს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა

ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. 35 წლის ქართველი არბიტრი ბოლო წლებში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე მუშაობს. 2020 წელს კი ქართულ ბრიგადასთან ერთად გიორგი ყრუაშვილმა 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.

ქართველი არბიტრები გოგა კიკაჩეიშვილი და ირაკლი კვირიკაშვილი კი, რომლებიც დღემდე ფიფას მესამე კატეგორიის არბიტრის რანგში მსაჯობდნენ, დღეიდან საქმიანობას მეორე კატეგორიის არბიტრის რანგში განაგრძობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა