თეგებით ძიება
19. 12. 2021 სპორტი

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა. ცხრიდან 5 ნომინაციაში გამარჯვებულები ონლაინ გამოკითხვის შედეგად დასახელდნენ; ოთხ ნომინაციაში რჩეულები კი სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ.

საქართველოს 2021 წლის ძიუდოს მთავარ ღონისძიებაზე ნომინაციებში სულ ორი წარმომადგენელი ჰყავდა და ორივე შემთხვევაში, ჩვენმა ძიუდოისტებმა გაიმარჯვეს. ქართული ძიუდოს დიდი აღიარება შავდათუაშვილმა წლევანდელ ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით დაიმსახურა.

ქართული ძიუდოს ტრიუმფი შავდათუაშვილთან ერთად, ილია სულამანიძემაც გაიზიარა, რომელიც ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა. ამბობს რომ ეს სტატუსი მისთვის დიდი მოტივაციაა.

ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს რომ შავდათუაშვილმა და სულამანიძემ დამსახურებულად მიიღეს წოდებები. მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახა, რომ საქართველო სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში.

შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ოლიმპიადაა, ქართველი სპორტსმენი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის დაჯამებით საუკეთესოდ აღიარეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა