თეგებით ძიება

ყველაზე ფაფუკი ამერიკული ფუნთუშების რეცეპტი

ინგრედიენტები

საფუარი - 1 სკ
შაქარი - 1 სკ
რძე - 250 მლ
კარაქი - 90 მლ
შაქარი - 70 გრ
კვერცხის გული - 3 ცალი
მარილი - 1 ჩკ
ფქვილი - 600 გრ
კვერცხის ცილა - 1 ცალი
თეთრი სეზამის მარცვლები - 1 ჩკ
შავი სეზამის მარცვლები - 1 ჩკ

მომზადების წესები:

შემთბარ რძეს დაამატეთ შაქარი, საფუარი და გააჩერეთ სანამ საფუარი გაქტიიურდება (10-15 წუთით) გააქტიურებულ საფუარს დაუმატეთ: გამდნარი კარაქი, შაქარი, კვერცხის გული, მარილი, ფქვილი. მიღებული ცომის მასას მთლიან ზედაპირზე წაუსვით ცოტა ზეთი.

გადაიტანეთ ცომი ცხიმწასმულ ჯამში და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათით ( სანამ კარგად არ აფუვდება). გააკეთეთ ცომისგან 15 პატარა ბურთულა და მოათავსეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე. გამოსაცხობ ფორმაშიც გააჩერეთ (დაახლოებით 1 საათით) რომ აფუვდეს და მისი მასა გაორმაგდეს. ბოლოს თავზე წაუსვით კვერცხის ცილა და მოაყრეთ სეზამის მარცვლები.

გამოაცხვეთ - 180°C, ზედაპირი უნდა გახდეს ოქროსფერი შეფერილობის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა