სხვანაირი „ლაზანია“ თხელი ლავაშით
ინგრედიენტები:
საქონლის ფარში - 500 გრ
სოკო - 500 გრ
ხახვი - 2 თავი
სომხური ლავაში - 1 შეკვრა
რძე - 1 ლ
ფქვილი - 1 სკ
მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები:
1. ტაფაზე მოშუშეთ სოკო და ხახვი.
2. ხორცის ფარში შეაზავეთ მარილით და წიწაკით.
3. საცხობ ფორმაში ფენა-ფენა ჩაალაგეთ ლავაში, ფარში, ლავაში და სოკო, სანამ ინგრედიენტები არ გაგითავდებათ.
4. გახსენით რძეში 1 სკ ფქვილი, მარილი, შემოდგით საშუალი ცეცხლზე და მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით და მოასხით თანაბრად გამზადებულ ლაზანიაზე.
gemrielia.ge
5. მოაყარეთ თავზე გახეხილი ყველი და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.