თეგებით ძიება

ცომის შეღებვა ნატურალური ფერებით და უგემრიელესი რეცეპტი

ინგრედიენტები:

ნადუღი - 1 სკ
გათქვეფილი კვერცხი - 0.5
წვრილად გახეხილი მარილიანი ყველი - 1 სკ

მომზადების წესები:

ცომი: ბორშის მომზადების დროს, 1 ცალი გახეხილი ჭარხალი კერძში ჩამატებამდე გავწურე. რა წვენიც მქონდა, შესაბამისად დავამატე ფქვილი და მოვზილე საშუალოზე მაგარი ცომი. ბოლოს ზეითუნის ზეთით დავამუშავე. გავახვიე სამზარეულოს ცელოფანში და შევდე მაცივარში. ცომი გამოვიდა ხელის მუჭისოდენა და მაცივარში დავაყოვნე 1 საათზე მეტი ხნით.

შიგთავსი: მარილი არც ცომს დავუმატე და არც შიგთავსს, ყველის სიმლაშის გამო. ცომი გამოვიღე მაცივრიდან. ხელახლა დავამუშავე, გავაბრტყელე, ამოვჭერი არყის ჭიქით. ნაჭრები კიდევ გავაბრტყელე(ცომს დამუშავებისას და ამოჭრისას მოფქვილვაც კი არ დასჭირდა). 1/2 ჩ.კ შიგთავსი მოვათავსე და მოვკარი თავები. ადუღებულ, ზეთიან და მარილიან წყალში მოვათავსე და ვხარშე 5-7 წუთი.

რეცეპტი მაკა წოწონავას ეკუთვნის.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა