TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
არანაირი წარმოდგენა არ მაქვს უზრდელობაზე. არ მგონია, რომ ეგეთი ცნება არსებობს - მარიამ გულედანი
  • არანაირი წარმოდგენა არ მაქვს უზრდელობაზე. არ მგონია, რომ ეგეთი ცნება არსებობს - მარიამ გულედანი

    აჩიკო გულედანის ქალიშვილი, მარიამი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ახლახან მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა და უზრდელობის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა:


    „რასაც ვამბობ, ზედმეტი არაფერი მგონია. ეს ნორმები ვინ დააწესა? მე არ მჯერა დაწესებული ნორმების. მე საკუთარი წესებით ვთამაშობ. ხუთი კაცი გამოვიდა და გადაწყვიტეს, ეთერში ეს ვთქვათ და ეს არაო?! ეთიკა, კულტურა და მორალი ძალიან სუბიექტურია. ობიექტური არის სამართალი. ხალხმა როგორღაც უნდა გაიგოს, რომ მორალი სუბიექტურია. ხალხისთვის ყველაზე მიუღებელია პირდაპირობა. მე რომ მგონია, რომ ვიღაც სულელია, პირდაპირ ვეუბნები, რომ სულელია. არ ვფუთავ, ხალხი ფუთავს. ეშინიათ, თვითონაც იგივე არ შემოუბრუნდეთ. მე არ მეშინია, მეც ბევრი მლანძღავს დაუფარავად და მეც შემიძლია, სხვები პირდაპირ გავლანძღო, თუმცა არგუმენტირებულად.

    უზრდელობაც ძალიან სუბიექტურია. მე არანაირი წარმოდგენა არ მაქვს უზრდელობაზე. არ მგონია, რომ ეგეთი ცნება არსებობს. მგონია, რომ ყველაფერი იმაზეა, შენ მაგას როგორ მიიღებ. ხალხმა ეს თუ არ გაიაზრა, ასეთებად დავრჩებით…“- განაცხადა "თბილისელებთან" საუაბრში მარიამ გულედანმა

    წყარო
    1 120 ნახვა

    საზოგადოება