თეგებით ძიება
15. 01. 2022 სპორტი

ვინ არის 23 წლის რეკორდსმენი მძლეოსანი, ბირთვის მკვრელი, გიორგი მუჯარიძე, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონობას აპირებს - ექსკლუზიური ინტერვიუ

23 წლის გიორგი მუჯარიძე წლებია დაკავებულია მძლეოსნობით, ბირთვის კვრით და არაერთი ტიტულის მფლობელიცაა. როგორც Tia.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, მისი მიზანი, ოლიმპიური ჩემპიონობაა.

გიორგი საქართველოს რეკორდსმენია, როგორც ასაკობრივ კატეგორიაში, ისე დიდებში; ის ბალკანეთის 20 წლამდელთა ჩემპიონატის 2-გზის ფინალისტია, საიდანაც ერთი ვერცხლის და ერთიც ოქროს მედალი აქვს. გარდა ამისა, ქართველი ათლეტი 23 წლამდელეთა ზამთრის ევროპის ჩემპიონია და ტოკიოში გამართული ოლიმპიადის მონაწილე...

- რამდენი ხანია ამ სპორტით ხარ დაკავებული და რა მიღწევები გაქვს?

9 წელია უკვე ბირთვს ვკრავ და ამასობაში, საკმაო მიღწევებიც დავაგროვე .. პირველ რიგში, ვარ საქართველოს რეკორდსმენი, როგორც ასაკობრივ კატეგორიაში, ისე დიდებში; ვარ ასაკობრივი ოლიმპიადის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე და ფინალისტი, ჩვენთან ფინალში 8 საუკეთესო შედეგი გადის .. მოგებული მაქვს ბალკანეთის 20 წლამდელთა ჩემპიონატი და ვფლობ ვერცხლის მედალსაც, ასევე ვარ 23 წლამდე ზამთრის ევროპის ჩემპიონი. გარდა ამისა, ვარ ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოლიმპიადაზე არ გაგვიმართლა, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.

- რა არის შენი პირადი რეკორდი?

ჩემი საუკეთესო შედეგია 21 მეტრი და 21 სანტიმეტრი, ბირთვი კი არის 7 კილო და 260 გრამი. ეს ყველაფერი არა არის და აქტიურად ვვარჯიშობ, რათა განვვითარდე და გავაუმჯობესო შედეგები, როგორც პირადი, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

- სად ვარჯიშობ და თუ გაქვს შესაბამისი პირობები შექმნილი?

რა თქმა უნდა, ჩვენ გვყვავს ფედერაცია, რომელიც მართავს ამ სპორტს და შეძლებისდაგვარად ყველანაირად ცდილობენ, სპორტსმენებს სათანადო პირობები შეგვიქმნან, ვვარჯიშობთ ქვია "მძლეოსნობის სასახლეში."

- უახლოეს მომავალში თუ გაქვს დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა და რა არის შენი მიზანი ?

უახლოეს მომავალში მიწევს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, რომლებისთვისაც უკვე აქტიურად ვემზადები, მიზანი კი, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობაა.

- რას ეტყოდი დაურჩევდი დამწყებ სპორტსმენებს?

დამწყებ სპორტსმენებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტი შემართებით იყვნენ და სერიოზულად მოეკიდნონ სპორტის მათთვის საყვარელ სფეროს... შეიყვარონ საქმე, დაისახონ მიზანი და აუცილებლად დაიპყრობენ მწვერვალებს.

Tia.ge წარმატებებს უსურვებს გიორგის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა