თეგებით ძიება

"18 წელიწადია ლევანიკოსგან თითო სიტყვას ველოდებით... ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა..." - ნათია გოგსაძე აუტისტ შვილზე წერს, რომელიც ჯარში გაიწვიეს

ჟრნალისტი, ნათია გოგსაძე სოციალურ ქსელში აუტისტ შვილზე წერს, რომელიც ჯარში გაიწვიეს, გამოუცხადებლობის გამო კი უჩივლეს:

"საგიჟეთში ვცხოვრობთ ......დღეს, ჩემი შვილის ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა)თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას ( როგორც ეს ვაკე საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა...... აი ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!!! ლევანიკოსთან , რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში...ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა... უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური ......
ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა ,ნეტავ.
სამწუხაროდ სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ", - წერს ნათია გოგსაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა