თეგებით ძიება

"შემზარავი იყო დასკვნა, რომელიც წავიკითხე... ძნელია ამ დროს დედა ანუგეშო..." - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"შემზარავი იყო დასკვნა, რომელიც წავიკითხე...
ძნელია ამ დროს დედა ანუგეშო და მტკიცედ უთხრა, რომ კიბო განაჩენი არ არის...
რატომ უნდა გენდოს, შენ ვიღაც იურისტს და არა ექიმს, რომელმაც ავადმყოფის სიცოცხლე კალენდარზე დათვალა?
მე კახური სიჯიუტით ვამბობ "არა, ეს განაჩენი არ არის!"
ვამბობ იმიტომ რომ მჯერა ამ კეთილი ჯადოქარი ექიმების და მჯერა გულიდან ამოსული ლოცვის.
დღეს ჩვენმა პატარა მარიამმა პირველად შეაღო საკლასო ოთახი და ვულოცავ ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო გზის დასაწყისს.
ის ახლა ბედნიერია. ბედნიერია მისი, რკინის ქალამნებ ამოცმული დედა, რომელმაც ბევრი, ძალიან ბევრი იარა გამარჯვებამდე.
მიყვარხართ ხათო", - წერს ნუგზარ სუალშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა