თეგებით ძიება
19. 01. 2022 სპორტი

რობინიო ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს და 9 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

იტალიის დედაქალაქ რომის სასამართლომ, ბრაზილიელ ფეხბურთელ რობინიო ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კერძოდ, სამხრეთამერიკელ სპორტსმენს ბრალი მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 წლის ალბანელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ედებოდა. 2017 წლიდან საქმის გასაჩივრების პროცესი წარმოებდა, თუმცა დღეს რომის სასამართლომ რობინიო დამნაშავედ ცნო.

ცნობისთვის, რობინიო კარიერის განმავლობაში "მადრიდის რეალის", "მანჩესტერ სიტისა" და "მილანის" ღირსებას იცავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა