თეგებით ძიება

"საკუთარი ჩინოსნებისაც ასე გრცხვენიათ, მილიონებს რომ იპარავენ თქვენი ჯიბიდან? მილიონების მომპარავებსაც ასე დასცინით?!” - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც დიდი რაოდენობით კარაქი, წინდა და შოკოლადი მოიპარეს. ამ ინფორმაციას ქართველების უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, რომ როგორი სამარცხვინოები ვართ, რა სირცხვილია და ა.შ. ამ კომენტარებს ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულაშვილი ეხმიანება.

"ჩემზე უკეთესად ალბათ არავინ იცის, რა ხდება საფრანგეთში ამ კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ საადვოკატო იურიდიული ოფისის ხელმძღვანელი ვარ და 10 წელია პირადი შეხება მაქვს ასეთ ადამიანებთან… გრცხვენიათ, ხო, ჩემო თანამემამულენო? მე კი მტკივა და მეცოდებიან… საკუთარი ჩინოსნებისაც ასე გრცხვენიათ, რომლებიც მილიონებს იპარავენ თქვენივე ჯიბიდან? მილიონების მომპარავებსაც ასე დასცინით? არა, რა თქმა უნდა, რადგან ისინი ,,სნიკერსს” კი არა, ბიუჯეტს იპარავენ. იმ ბიუჯეტს, რომელიც დიდ წილად ამ წვრილმანი მომპარავების გადმორიცხული ფულით ივსება.
თქვენ მათ ,,არ” და ,,ვერ” დასცინებთ, რადგან ამდენი სითამამე და თავმოყვარეობა არ გაქვთ.

რაც შეეხება მასმედიის საშუალებებს, აქ ევროპაში, ქურდობის გარდა სხვა ბევრი კარგი რამ ხდება. ჩვენი შვილები ხდებიან მაგისტრანტები, დოქტორანტები. დიდი წარმატებები აქვთ სამეცნიერო სფეროში. იკავებენ წამყვან პოზიციებს პრესტიჟულ კომპანიებში, მაგრამ მათ შესახებ არაფერი იცით. შემიძლია დაგეხმაროთ მათ გაცნობაში და გარწმუნებთ, საამაყო უფრო მეტი გექნებათ”, - ამბობს ნუგზარ სულაშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა