თეგებით ძიება

პატიმრების 2/3 საჭიროებს ომბუდსმენის ჩართულობას, თუმცა ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს – ნანა კაკაბაძე

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მხოლოდ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს, როდესაც ქვეყანაში 10 ათასამდე პატიმარია.

„ათი ათასამდე პატიმარია და მათი 2/3 საჭიროებს ომბუდსმენის ჩართულობას, თუმცა ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აქტიურობს და შორსაა ნეიტრალურობისგან. მოგვიწევს შეგუება, რადგან ჯერ ვადა აქვს ომბუდსმენად ყოფნის. იმედია, ხელისუფლება აღარ დაუშვებს ომბუდსმენის კანდიდატის წარდგენისას ასეთ შეცდომას. რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზის განცხადებას სააკაშვილის შინაპატიმრობაზე, ეს იურიდიულ ნორმასთან შეუსაბამოა და ასევე შეუთავსებელია მორალურ კატეგორიასთან. მან უკეთ იცის, რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საპატიმროებში და არ ჰქონია ასეთი გულშემატკივრობა და დაინტერესება რეჟიმის მსხვერპლებთან. როგორც ექიმები და მისი გარემოცვა ამბობენ, სააკაშვილს მას აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები და წარმოაჩენენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, პარტიის მთავარ ფიგურას. მუდმივადაა დესტრუქციული მოწოდებები მედიაში, რომელიც მცირე ჯგუფის ყურადღებას იპყრობს, არაა გამორიცხული სახელმწიფოსთვის არასასურველი პროცესები განავითაროს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს უფლება ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში. მის მიმართ კანონიც არ მუშაობს საკმარისად და ჩვენი კანონმდებლობა მკაცრად განმარტავს, რომ არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩართულობის უფლება პოლიტიკაში“, – განაცხადა კაკაბაძემ.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა