თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევისთვის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ

"ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გამოკვლევაზე უნდა გადაიყვანონ.

სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო გარანტიები, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დღეს ან ხვალ მოხდება.

მესამე პრეზიდენტს სამთვიანი მოთხოვნის შემდეგ, მაგნიტო-რეზონანსულ კვლევას ჩაუტარებენ. MRT-ს აპარატი მუშა მდგომარეობაში, მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში აქვთ, ამიტომ სავარაუდოდ, პრეზიდენტის გადაყვანა, “ვივა მედში” მოხდება, რომელიც პენიტენციური სამსახურის ოფიციალური კონტრაქტორი კლინიკაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა