თეგებით ძიება

"ამ წუთას არცერთი მისი სიტყვა არ არის ადეკვატური" - დაკარგული ემიგრანტის ძმა პირველ კომენტარს აკეთებს

იტალიაში, ნაპოლში რამდენიმე დღით გაუჩინარებული გოგოს, სალომე ტეტუნაშვილის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ძმა, ბადრი ტეტუნაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, არც კი ვიცით სიტყვა მადლობა თუ ატარებს საკმარის შინაარსს, იმისთვის რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ! მადლობა, რომ სალომეს პოვნაში დაგვეხმარეთ; მადლობა, რომ დედას არ ტოვებდით მარტო; მადლობა, რომ ყველა რისკზე მიდიოდით, რათა მიგეღოთ პასუხები...

სალომე ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის, გთხოვთ ნუ გააკეთებთ გაუაზრებელ კომენტარებს.. ამ წუთას არცერთი მისი სიტყვა არ არის ადეკვატური და ნუ იმსჯელებთ მოგონილი ისტორიების შესაბამისად.

ადვოკატი აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას!

მადლობა, მართლაც საამაყო ხალხი ხართ. მშვიდობას და სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებთ,"- ბადრი ტეტუნაშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა