თეგებით ძიება

"გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი“ - გიორგი ღოღობერიძე გიორგი ფხაკაძეს პასუხობს

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის კრიტიკას პასუხობს.

"აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის. გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი. მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება“, - წერს ღოღობერიძე.


შეგახსენებთ, "ომიკრონის“ მსუბუქად შეფასების გამო გიორგი ფხაკაძემ მხოლოდ სამი სიტყვით შეაფასა ღოღობერიძის მოსაზრება: „ოპელი, ვერ გავიგე?!“.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა