თეგებით ძიება

"ანადგურებთ პარტიას! მოღალატეები ხართ!” - მაია ბაჩანაშვილი "ენმ"-ის ლიდერებს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი, მაია ბაჩანაშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მიმართავს და მათ აკრიტიკებს.

"გუშინ ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში მისულ აქტივისტებს თუ უსმინეთ? დავით ქაცარავას თუ მოუსმინეთ. ენმ-ის ლიდერებს გეკითხებით და სექტანტებად გადაქცეულ ნაცებს, ხედავთ რა უკმაყოფილონი არიან ოპოზიციით. ხედავთ, რა ნიჰილიზმი დათესეთ თქვენი უმოქმედობით? ხედავთ, როგორ ასხამთ ყოველდღე ქოცების წისქვილზე წყალს? ხედავთ, როგორ ანადგურებთ პარტიას? ხედავთ, როგორ კარგავთ ამომრჩეველს? ხედავთ, რაც დრო გადის, რამდენი თქვენით უკმაყოფილო ადამიანი ალაპარაკდა საჯაროდ?

დაუძახეთ ახლა ამ ბიჭებს და გოგოებს სუს-ის აგენტები და ჩანერგილები. დააბრალეთ ქაცარავას სუს-ის აგენტობა, აბა, თუ მაგრები ხართ. დააბრალეთ გიორგი მუმლაძეს სუს-ის აგენტობა, დააბრალეთ მაკო გომურს სუს-ის აგენტობა.

ესაა კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, რომელიც თქვენგან ბრძოლას ითხოვს. მოქმედებებს ითხოვს. მიშას ტყვეობიდან დახსნისთვის ბრძოლას ითხოვს.
უსამართლობაზე ხმის ამოღებას ითხოვს. თქვენ არა, ჯიუტად აკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ და გაწყობთ. გამიზნულად კარგავთ ამომრჩეველს? გამიზნულად აფუჭებთ ენმ-ს?! მე ვფიქრობ, რომ კი!

სხვანაირად გაითვალისწინებდით იმ უანგაროდ მებრძოლ და პატრიოტ მხარდამჭერებს, ვინც წლები გიცავდათ თქვენ და პარტიას. მოღალატეები ხართ, ბატონებო და ქალბატონებო. თქვენ უღალატეთ თქვენს ხალხს, თქვენს ამომრჩეველს!”, - წერს ემიგრანტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა