თეგებით ძიება

"15-მდე ოჯახს ბინები გადასცეს" - სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილი

სანატორიუმ "ქართლში" მხოვრები იძულებით გადაადგილებული პირი, თამარ საუთი სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე ოჯახს სახელმწიფომ ბინები გადასცა.

"მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს
რამდენიმე ოჯახს დაუკავშირდნენ და , დაახლოებით 10-15-მდე ოჯახია ჯერჯერობით.
რასაკვირველია, პოზიტიურად ვაფასებთ აღნიშნულს და ველით დანარჩენ 130-მდე ოჯახზე რა გეგმა არსებობს და ჩვენს შეთავაზებულ წინადადებაზე რა პასუხი აქვთ.
ხვალ დაგაინფორმირებთ", - წერს სოციალურ ქსელში თამარი.

შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ "ქართლში" რამდენიმე დღის წინ ტრაგედია მოხდა. იძულებით გადაადგილებულმა პირმა, რომელიც შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, სახელმწიფოსგან ბინის გამოყოფას ითხოვდა, პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა