თეგებით ძიება

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა დღეს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს მოუსმინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია. ამ კანდიდატს ოპოზიციის დეპუტატების წინასწარ გაცხადებული მხარდაჭერა ჰქონდა.

გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ამ პოსტზე თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ, 6 თვის ვადით აირჩიეს, რადგან მან 5 წლის ვადით არჩევისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. დღეს მან უმრავლესობის დეპუტატების ხელახალი მხარდაჭერა მოიპოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა