თეგებით ძიება
01. 02. 2022 COVID - 19

11 800 თბილისი, 3 134 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 85 191 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 200 124.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28,41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 21,96, ხოლო 7 დღის მანძილზე - 24,96%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 020 510.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 016 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 11 800

⭕ აჭარა - 2 204

⭕ იმერეთი - 3 134

⭕ ქვემო ქართლი - 1 199

⭕ შიდა ქართლი - 1 461

⭕ გურია - 473

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 628

⭕ კახეთი - 1 059

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 683

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 471

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა