თეგებით ძიება
03. 02. 2022 COVID - 19

თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, წლის პირველ ექვს თვეში მოსახლეობის 70 პროცენტის აცრა უნდა მოხერხდეს.

“ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის”, – აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონთან ბრძოლის ყველაზე ძლიერ მაქანიზმად ბუსტერის გაკეთება რჩება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა