ვინც შეჭამს, შეუყვარდებით... - საოცარი შოკოლადი რჩეულისთვის და არამხოლოდ
ეს შოკოლადის ტორტი - მართლაც ცდუნებაა. რადგანაც შავი შოკოლადი - ძლიერი აფროდიზიაკი-პროდუქტია, ღირს დახარჯოთ ტამდენიმე წუთი სამზარეულოში, რათა მოამზადოთ ეს უგემრიელესი დესერტი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი რჩეულისთვისაც!
ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 350 გ
კარაქი - 175 გ
კვერცხი - 4 ცალი
ყავისფერი შაქარი - 175 გ
შაქრის პუდრა - 3 ს/კ
მაღალპროცენტიანი ნაღები - 500 მლ
თაფლი, თხევადი - 2 ს/კ
ბისკვიტი:
გამდნარი კარაქი - 100 გ
შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 300 გ
მომზადების წესები:
წაუსვით კარაქი 23 სმ დიამეტრის ღრმა ფორმას.
სამზარეულოს კომბაინში დაფხვენით "პეჩენია" წმინდად, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. ჩატკეპნეთ ხელით და გაუკეთეთ მაღალი კიდეები.
მოათავსეთ მაცივარში, სანამ გულსართს მოამზადებთ.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გაადნეთ წყლის აბაზანაზე 200 გ შავი შოკოლადი კარაქთან ერთად. ოდნავ გააგრილეთ.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი 5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გათეთრდება. შეურიეთ გამდნარი შოკოლადის მასას.
გადაიტანეთ ფორმაში, ბისკვიტზე. მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ნამცხვარი ოთახის ტემპერატურაზე.
მინანქრისთვის: პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 150 შოკოლადი, ნაღები, თაფლი და 3 ს/კ შაქრის პუდრა, ურიეთ შეუჩერებლად, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მოასხით მიღებული მინანქარი ტორტს და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.
gemrielia.ge