თეგებით ძიება

შემწვარი გუფთები - ნოყიერი და გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის

ინგრედიენტები:

საქონლის რბილი ხორცი - 300 გ
ღორის ხორცი, რბილი - 200 გ
ხახვი - 2 თავი
ნიორი - 4 კბილი
ხმელი ქონდარი - 1/2 ჩ/კ
ტომატი ან ახალი პომიდორი (გახეხილი) - 1 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ზეთი
კარტოფილის პიურე - გარნირად

მომზადების წესები:

ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, წვრილად დავჭრათ ხახვი, გავხეხოთ ნიორი და
დავუმატოთ გატარებულ ხორცს. შევანელოთ ტომატით, ქონდრით, მარილით, პილპილით და ხელით კარგად ვზილოთ დაახლოებით 10 წთ.
ღუმლის ტაფაში ჩავაფინოთ ფოლგა, დავაწყოთ ხორცის პატარა ბურთები, მოვასხათ ზეთი
და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-30 წთ.
მივირთვათ კარტოფილის პიურესთან ერთად.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა