ბადრიჯნის რულეტი ხაჭოთი და ყველით
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 2-3 ცალი
დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 500 გ
ხაჭო - 150 გ
ყველი - 200 გ
კვერცხი 1
ნიორი - 1 კბილი
ქინძი - 1 კონა
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები:
ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე, თანაბარი ზომის ნაჭრებად. დავაწყოთ საცხობ ფურცელზე, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ 1 ს.კ. ზეთი. შევდგათ ღუმელში შესაწვავად. სანამ ბადრიჯანი იწვება, მოვამზადოთ გულსართი: ხაჭოს დავუმატოთ 100 გ გახეხილი ყველი, 1 კვერცხი და წვრილად დაჭრილი ქინძის ნაწილი. დაკონსერვებული პამიდორი ბლენდერში ავთქვიფოთ (შეგვიძლია ახალი პამიდვრის გამოყენებაც), დავუმატოთ ნიორი, დარჩენილი ქინძი, 1 ს.კ. ზეთი, მარილი და პილპილი.
საცხობი ფორმის ძირზე მოვასხათ პამიდვრის სოუსის ნაწილი. ბადრიჯნის შემწვარ ფენებში ჩავდოთ გულსართი და გადავახვიოთ, შემდეგ ჩავაწყოთ ფორმაში. ზემოდან დავასხათ დარჩენილი პამიდვრის სოუსი, მოვაწყოთ ყველის ნაჭრები და 20-25 წუთით შევდგათ ღუმელში საბოლოო მომზადებამდე.
gemrielia.ge