თეგებით ძიება

კომბოსტოს და ჭარხლის ფხალი

ინგრედიენტები:

კომბოსტო - 1 კგ
ჭარხალი - 300 გ
ნიგოზი - 100-150 გ
ცხარე წიწაკა, წითელი - 1 ცალი
ნიორი - 3 კბილი
ქინძი - 1 კონა
ხახვი - 1 თავი
დაფქული ქინძი - 1/2 ჩ.კ
ხმელი სუნელი - 1 ჩ.კ
მარილი
ძმარი
ბროწეულის მარცვლები

მომზადების წესები:

მოხარშეთ ან ღუმელში შეწვით ჭარხალი (ფოლგაში გახვეული). კომბოსტო მსხვილად დაჭერით და მდუღარე წყალში მოწალეთ სანამ არ დარბილდება(როგორც ტოლმისთვის).

ცხარე წიწაკა, ხახვი, ნიორი, მოხარშული და გაგრილებული კომბოსტო და ჭარხალი გაატარეთ ხორცსაკეპში. კომბოსტო ხელით კარგად გაწურეთ წინასწარ, გაატარეთ ცალკე და შემდეგ კიდევ გაწურეთ თუ საჭიროა, თორემ ფხალი მეტისმეტად წყლიანი გამოვა.
ხორცსაკეპში გაატარეთ ნიგოზიც, წვრილ ბადეში.

შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, ხმელი სუნელი და ხმელი ქინძი. დაამატეთ კარგი ღვინის ძმარი გემოვნებით.
სუფრაზე მიიტანეთ მინიმუმ 2 საათის შემდეგ, როცა გემო კარგად გაუჯდება. შეგიძლიათ დაამატოთ ბროწეულის მარცვლებიც.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა