გრძელი ბრინჯი - 0,5 ჭიქა ქათმის ფილე - 2 ნაჭერი სტაფილო - 2 ცალი კიტრი - 2 ცალი ხახვი - 1 თავი კვერცხი - 3 ცალი
მაიონეზი სალათის ფოთლები კამა
მომზადების წესები:
მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში.
გაფცქვენით და გახეხეთ სტაფოლო, მოხრაკეთ ზეთში.
მოხარშეთ კვერცხი და ქათმის ფილე.
ააწყვეთ სალათა ფენებად: დახეული სალათის ფოთლები, შემდეგი ფენა მოხარშული ბრინჯი, მესამე ფენა მოხარშული და დაჭრილი ქათმის ფილე, მეოთხე ფენა წმინდად დაჭრილი ხახვი, მეხუთე ფენა მოხრაკული სტაფილო, მეექვსე ფენა - გაფცქვნილი და პატარ კუბიკებად დაჭრილი კიტრი.
ყველა ფენას უსვამთ მაიონეზს და აყრით პილპილისა და მარილს.
სალათის ზედაპირზე გააკეთეთ გვირილა: კვერცხის მოგრძოდ დაჭრილი ცილა ყვავილის ფურცლები იქნება, ხოლო ყვითელი გული, კვერცხის გახეხილი გულისგან გაუკეთეთ. გააფორმეთ კამის ღერებით.