NEWS-ები
ტელევიზია
პოლიტიკა
საზოგადოება
Face ამბები
ბიზნესი
სამართალი
ეკონომიკა
ქალებისთვის
მსოფლიო
ასტროლოგია
კულინარია
ეს საინტერესოა
მედიცინა
სპორტი
რეკლამა
კონტაქტი
სალათა შემწვარი კარტოფილით
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 200 გ
კარტოფილი - 2 ცალი
კამა - 1 კონა
ზეთი - გემოვნებით
დაკონსერვებული ბარდა - 100 გ
კიტრი - 1 ცალი
მაიონეზი - 2 ს/კ
მარილი - გემოვნებით
ლორი - 100 გ
მომზადების წესები:
გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად კარტოფილი. ჩაყარეთ ცივ წყლიან ჭურჭელში და ცოტა ხანს გააჩერეთ.
შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და შეამშრალეთ კარტოფილი ქაღალდის ხელსახოცით.
ამ მეთოდით ბოსტნეულს ზედმეტ სახამებელს მოაშორებთ.
შეწვით კარტოფილი გახურებულ ზეთიან ტაფაში ან ფრიტიურში.
როცა კარგად დაიბრაწება, გადაიტანეთ კვლავ ქაღლდის ხელსახოცზე და ახლა მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.
მარილწყალში მოხარშეთ ქათმის ფილე, გააგრილეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.
გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად კიტრი, კუბიკებად დაჭერით ლორი, ხოლო კამა - წმინდად.
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სასალათეში, დაუმატეთ გადაწურული ბარდის კონსერვი, გემოვნებით მარილი, მაიონეზი და აურიეთ.
რჩევა: შეგიძლიათ ბარდა სიმინდის კონსერვით ჩაანაცვლოთ!
gemrielia.ge
მასალის გამოყენების პირობები
1 110 ნახვა
News-ები
/
კულინარია
23-02-2022, 21:41
კულინარია
ნახვა
როგორ მზადდება აპოხტის ხინკალი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა (ვიდეო)
ნახვა
რა განსხვავებაა ოლივიესა და ვინეგრეტს შორის? - ეს ბევრმა არ იცის
ნახვა
უგემრიელესი ლობიანის რეცეპტი
ნახვა
შეფ გურამ ბაღდოშვილის საფირმო "ხაჭოს პასკის" მომზადების წესი და ინგრედიენტები ▶️ TIA.GE
ნახვა
თევზის ბურგერი - "მარილი" რეცეპტი #8
ნახვა
სალათა შემწვარი კარტოფილით