თეგებით ძიება

"მეზიზღება ომი, მე შენება მიყვარს... საქართველოსთვის სოხუმის გზა გადის კიევზე" - მიხეილ სააკშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მე მეზიზღება ომი. ომი ნგრევაა, მე კი შენება მიყვარს. ჩვენ არ ვართ ომის პარტია, მაგრამ როდესაც 2008 წელს თავს დაგვესხნენ, ისევე დავიცავით თავი, როგორც ამას გმირულად აკეთებენ ჩემი უკრაინელი თანამოქალაქეები.

მაგრამ მე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ დამვიწყებია არც აფხაზეთი და არც ცხინვალი და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც უკრაინა გარდაუვლად გაიმარჯვებს ამ ომში, ეს გახსნის გზას ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების სწრაფი, მშვიდობიანი (!) რეინტეგრაციისთვის. ასევე, მოლდოვა დაიბრუნებს დნეპრისპირეთს და საერთოდ სხვა მსოფლიო და რეგიონული წესრიგი იქნება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ საქართველოსთვის სოხუმის გზა გადის კიევზე, რომელიც დღეს თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია - ჩემი ქალაქი.
დიდება უკრაინას!", - წერს სააკაშვვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა