თეგებით ძიება

"დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე... არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს" - დომენიკ მანგო ფრონტის ხაზიდან

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედ წავიდა, ფრონტის ხაზიდან სოციალურ ქსელში წერს:

"მას შემდეგ, რაც ომი შევიგრძენი და ვუყურე ამ მებრძოლებს, მივხვდი, რომ რემბო სულელი პერსონაჟი ყოფილა. დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე, სევდიანი იყო ამ იარაღ-ასხმული ვაჟკაცების ყურება ბრძოლის წინ. დავრბოდი 44 ზომა ფეხსაცმლით ხელში და ვაზომებდი, იქნებ მოერგოს და ფეხი არ გაეყინოს-მეთქი, მაინც არ მოერგო… ნეტავ იცოდეთ როგორ შემიყვარდა ყოველი მათგანი და როგორი ემოციებით ვეგებები ყველას დილაობით. ასეთი სიყვარულით არასდროს მითქვამს სიტყვა “შეგერგოს”, რადგან მე ვნაყრდები ამ ხალხის ყურებით. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთი მშვიდი და ლაღი, როგორიც აქ ვარ, სადაც არავინ იცის რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს", - წერს მანგო.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის ჯარი პუტინის ბრძანებით უკრაინაში შეიჭრა, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყანაში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა