თეგებით ძიება

"მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, უკრაინის დასახმარებლად გადარიცხოს ფული" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, უკრაინის დასახმარებლად ფული გადარიცხოს.

"დედაჩემის და მანანა სანოძის "საქართველოს უნივერსიტეტმა", რომელიც არ არის კლასიკური ბიზნესი, უკრაინის დასახმარებლად მილიონი ლარი გადარიცხა. იმდენივე, რაც საქართველოს მთელმა მთავრობამ.
მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, იმ პირობებში, როცა მსოფლიოს უამრავი ბიზნესმენი რიცხავს ფულს უკრაინის ფონდში, მიბაძოს ამ მაგალითს და გადარიცხოს ფული.
აბა, ბორის გრიგორიევიჩ, გაინძერი, მიდექ-მოდექი, არ გაგვაწბილო!", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის ჯარი პუტინის ბრძანებით უკრაინაში შეიჭრა, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყანაში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა