თეგებით ძიება

"ამ დედა@@@ების გაჩუმებას მთელი მსოფლიო ცდილობს და მაინც ხმაურობენ და მე მარტომ როგორ გავაჩუმოო" - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება. ოქრუაშვილი სახალისო ამბავს იხსენებს:

"ცოცხალი ანეგდოტი ფრონტის ხაზიდან.
სანგარში ვზივართ და Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მირეკავს ერთი საათის წინ, ინტერვიუს ჩაწერა მინდა, საერთაშორისო ლეგიონზე მასალას ვაკეთებო.
იწყებს კითხვების დასმას და მაგარი დაბომბვა დაიწყეს რუსებმა. "შენი ხმა ცუდად მესმის, რაღაც ხმაურია და იქნებ გააჩუმო ან თუ ტელევიზორია ხმას ჩაუწიოო" - მითხრა. არტილერიის ჩვენ ლეგენდას - მიშა ქამხაძეს ინსტიქტურად გავძახე - მიშა ინტერვიუს ვაძლევ და რუსები იქნებ გააჩუმო მეთქი.
ამ დედა@@@ების გაჩუმებას მთელი მსოფლიო ცდილობს და მაინც ხმაურობენ და მე მარტომ როგორ გავაჩუმოო - მიშას პასუხი დავუბრუნე ჟურნალისტს და იმის სიცილი უფრო ხმამაღალი იყო ვიდრე 120-იანი ნაღმების ხმა", - წერს ოქრუაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა