თეგებით ძიება

"მეგობარი 2 შვილით ცხოვრობს ნაქირავებში, იხდის თვეში 750 ლარს, მეპატრონემ გამოუცხდა, უნდა დატოვოს სახლი, რადგან რუსები ორმაგს იხდიან…"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ცირა კობეშავიძე ბინის ქართველ მეპატრონეზე წერს, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის პატრონ მდგმურს უშვებს ბინიდან, რადგან რუსეთის მოქალაქეები ორმაგს იხდიან.

"ჩემი მეგობარი ორი წელია ორი მცირეწლოვანი შვილით ცხოვრობს საბურთალოზე ნაქირავებში, იხდის თვეში 750 ლარს , გუშინ გვიან ღამე მეპატრონემ გამოუცხდა რომ ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვოს სახლი, მიზეზად კი უთხრა რომ მასაც უნდა გაუგოს რადგან რუსები ორმაგს იხდიან…
რუსები ორმაგს იხდიან!!!
ფუ! აი ფუუუუუ!!!

ასეთი დეგრადაცია, ასეთი მონობა, ასეთი უვიცობა!!!!!
განახლება: ჩემი მეგობარი იურისტია და ამბავი მოგვარებულია!", - წერს ცირა კობეშავიძე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.




რუსები ორმაგს იხდიან!!!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა