თეგებით ძიება

"დადგა ყველაზე საშიში მომენტი!.. კაციჭამიები შეესევიან მშვიდობიან მოსახლეობას!" - რას წერს ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დადგა ყველაზე საშიში მომენტი!
უკრაინას ყავს რეალური გმირები და სამშობლოზე უგონოდ შეყვარებული პატრიოტები, ბევრი მათგანი მეგობრებში მყავს და შეძლებისდაგვარად არ ვწყვეტთ კავშირს, თუ ისინი მორიგ იერიშს არ ელოდებიან....

დღეს, როცა რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ე.წ."ნაიომნიკების" ძალა სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს, ავღანეთის, ერაყის, ჩეჩნეთის და ა.შ. კაციჭამიები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შეესევიან მშვიდობიან მოსახლეობას!

მართლა არვიცი, რა უნდა ქნას ხალხმა.დღეს ზელენსკი უკვე საუბრობდა, რომ სამშენებლო კომპანიებს ელაპარაკება ახალი ქალაქების აშენებაზე.
ყველაფერს ეშველება, მაგრამ ხალხი ნადგურდება,
ხალხი!!!!!!", - წერს მოროშკინა ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2.5 მილიონი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინფორმაციით, ომში ჩასართველად 15 ათასი დაქირავებული მეომარია მზად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა