თეგებით ძიება

"მოიმარაგეთ ეს 2 რამ, უკრაინაში ომი დღესაც რომ დასრულდეს, დეფიციტში კიდევ დიდხანს იქნება!..." - რას წერენ სოციალურ ქსელში?

საქართველოს მაღაზიებში შაქრისა და სხვა მრავალი საკვები პროდუქტის დეფიციტს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საკითხს ეხმაურება ფეისბუქმომხმარებელი ამირან ღავთაძე:

"ჩავიხედე საქართველოს ეკონომიკაში, გავეცანი ექსპორტ-იმპორტს. ვნახე რა რომელი ქვეყნიდან შემოდის და რაზე რომელ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული.
როგორც აღმოჩნდა, ახალი მემორანდუმი არის გაფორმებული უკრაინასთან და განათლების და შეგნების 73%-ის იმპორტიორი ხდებოდა უკრაინა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო გვესმის, რომ ამას ვერ იზამს. ამიტომ ქვეყანა რჩება 27%-ის იმედად, რასაც სხვადასხვა ქვეყნანა ინაწილებს.

ასე რომ, მოიმარაგეთ ეს ორი რამ, უკრაინაში ომი დღესაც რომ დასრულდეს, აღდგენას წლები დასჭირდება, ამიტომ განათლება და შეგნება კიდევ დიდხანს იქნება დეფიციტში.

მოიმარაგეთ რაც შეიძლება ბევრი!!!", - წერს ამირან ღავთაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა