თეგებით ძიება

"მესამე მსოფლიო ომი - დასავლეთი vs რუსეთი" - რას პროგნოზირებს გია ხუხაშვი?

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს სოციალურ ქსელში წერს:

"მესამე მსოფლიო ომი
დასავლეთი vs რუსეთი:
პოლიტიკური ომი - გამარჯვება.
ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
სამხედრო-სტრატეგიული ომი - გამარჯვება.
ნატო კიდევ უფრო ერთიანი და მობილიზებული გახდა.
სამხედრო-ტაქტიკური ომი - გამარჯვება.
ვერ განხორციელდა ბლიცკრიგი, ვერ მოხერხდა დემორალიზება.უკრაინული არმია და ხალხი ერთიანია აგრესორთან ბრძოლაში.
ეკონომიკური ომი - გამარჯვება.
უპრეცედენტო სანქციები, ცივილიზებული სამყაროს უპრეცედენტო ერთიანობის ფონზე.
საინფორმაციო ომი - გამარჯვება.
მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანია ომის შეფასებაში.
მსოფლმხედველობრივი ომი - გამარჯვება.
მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანია იმაში, რომ დაუშვებელია ძლიერისგან სუსტის დაჩაგვრა. არჩევანის თავისუფლებაში ყველა თანაბარია.
დარჩა სამხედრო-ტექნიკური ომი - რომელში გამარჯვებაც დროის ამბავია და დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს", - წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2.5 მილიონი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. დასავლეთი, მათ შორის აშშ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, ხოლო აგრესორ რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა