თეგებით ძიება

"თავს უკრაინელებად ასაღებდნენ... გოგოზე გაიწიეს, ეტყობა ბიჭებს ვერ გაუბედეს..." - რუსმა "ტურისტებმა" ბარში ქართველებს ჩხუბი დაუწყეს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სესილია ედენი ფეისბუქზე ერთ-ერთ ბარშუი მომხდარ ინციდენტზე წერს, რომელიც რუსმა აქტივისტებმა მოაწყვეს:


"მთელი დღეა ვფიქრობ, დამეწერა თუ არა გუშინდელი ამბავი, რუსმა ღორებმა რაც გააკეთეს და ჯანდაბას, ჯავრს მაინც ამოვიყრი აქ, ისეთი გაბრაზებული ვარ ისევ.

WARNING: პოსტში ბევრი გინებაა!

სამნი მოვიდნენ გუშინ ბარში, ორი ბიჭი და ერთი გოგო, სვამდნენ და ხალხს ელაპარაკებოდნენ, ჩვენ საერთოდ გვითხრეს რომ უკრაინელები იყვნენ და კარგად ასვეს სტუმრებმა. გვიან, ბარის ტერასაზე რაღაცაზე დარტყმის ხმა გავიგეთ და სანამ მე მივიდოდი, სტუმრები მივიდნენ და მშვიდად ჰკითხეს რატომ ურტყავდა ის გოგო მუშტებს ბარის აივნის მინებს, რომელიც ამოაგდო, არ ჩავერიე და დაცვას ვთხოვე მისულიყო, კონფლიქტში რომ არ გადაზრდილიყო ეგ სიტუაცია. მაგათ მეგობარს ვკითხე რატომ აზიანებდნენ ბარს და I support Ukraine-ო და რა შუაშია ამ ყველაფერთან უკრაინა მეთქი და ბოდიშების მოხდა დაიწყო, ვთხოვე გაეყვანა თავის მეგობარი და კარგიო ბოდიშებით მიბრუნდა, უცბად ის გოგო მიწყებს ყვირილს ჩვენ რუსი აქტივისტები ვართ და იმიტომ ჩამოვედით აქ და ჩემზე გამოიწია :დ წამებში გაიყვანეს ეგ გოგო ბარის გარეთ რომ მგონია ყველაფერი დამთავრდა უცბად გარედან ვხედავ როგორ იწევა ჩემზე და მაგინებს რუსულად, აყვა ის ტიპიც, რომელიც 30 წამით ადრე ბოდიშებს იხდიდა ნონსტოპ და დგანან და ფაშისტებს, ქსენოფობებს გვეძახიან და მაგინებენ, ჩვეულებრივად აკავებდნენ ამ გოგოს. ხოდა მე რადგან დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი და მთელი ამ 2 კვირის ბრაზმა ამომასხა, ჩავუვარდი ქვემოთ და სამწუხაროდ ჩვენს დაცვებს ვერ მოვერიე რომ იმათთან მივეშვი და მეჩვენებინა გრუზინსკაია სუკას როგორი მწარე ხელი აქვს. ჩვენი სტუმრები ცდილობდნენ გაერიდებინათ ბარის გარე ტერიტორიიდან მშვიდი ლაპარაკით, მაგრამ უკონტროლოდ გვაგინებდნენ და იწეოდნენ, ამ დროს საკმაოდ ბევრი პოლიციელი მოვარდა და ჩვენდა გასაკვირად ჩვენი მხარე დაიჭირეს, იმათზეც იწეოდნენ დასარტყმელად და ჩვენს სტუმარს სახეში დაარტყეს, როცა სთხოვდა წასულიყვნენ და არც იმათ დააკლდათ იმისგან მერე. პოლიციამ გაარიდა პარკს და გვითხრა ეკიპაჟს გამოვიძახებთო.

ხოდა რისი თქმა მინდოდა, ყველა ვინც რუსებს ფეხქვეშ ეგებით, სახლებიდან ყრით ხალხს ფულის გამო, რომ ეს ღორები შეუშვათ, თქვენი დედა მოვტყან, ორი რუსეთის ზემოდან და ყველასი ვინც აწი მეტყვის ხალხი რა შუაშიაო. ეს უთავმოყვარეო ყლეები თავს უკრაინელებად ასაღებდნენ და მერე გამოაჩინეს ველიკაია ძერჟავას ხასიათი. ჩემს სამსახურში, ქვეყანაში ეს ნაბიჭვრები აქეთ მე მაგინებენ, დასარტყმელად იწევიან და შეურაცხყოფას მაყენებენ, შენიშვნა არ ესიამოვნათ ხალხისგან თურმე და გოგოზე გაიწიეს, ეტყობა ბიჭებს ვერ გაუბედეს. გუშინდელი ამბის მერე თუ გინდათ ქსენოფობი მეძახეთ, აწი ფეხებზე მკიდია, სადმე ეს სამი დედამოტყნული თუ გადამეყარა ან მაგათნაირები. ხელისუფლება თუ გვყავს პრორუსი და უკარგეს ხალხს პროტესტისთვის იჭერს და აჯარიმებს, მოქალაქეები მაინც ნუ ვიქნებით ჩვარები და ყველგან რუსულ მუსიკას ნუ ურთავთ, ნუ ელაპარაკებით თავიანთ ენაზე და ფეხებს ნუ ულოკავთ რუბლების გამო, როცა შენს ქვეყანაში მაგათი ჯარი დგას დ აუკრაინაში ბავშვებს და უდანაშაულო ხალხს ხოცავენ, გული მაინც არ გერევათ სარკეში რომ იყურებით?", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა