თეგებით ძიება

"რუსეთში თავის ბოლო საათებს ითვლის..." - თინა კანდელაკი მიმართვას ავრცელებს

ქართული წარმოშობის რუსი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთში სოციალურ ქსელ ინსტარგამის გაუქმების შესახებ წერს და გამომწერებს სხვა ქსელებში დამატებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთში ინსტაგრამი თავის ბოლო საათებს ითვლის..." - წერს კანდელაკი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინსტაგრამს რუსეთში ღამის 12 საათამდე დაბლოკავენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კრემლმა ფეისბუქი შეზღუდა, რადგან სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების რეალური ასახვა ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2.5 მილიონი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა