თეგებით ძიება

"დღეს პირველად გავაცნობიერე, რომ ომში ვარ... თირკმელს გაჩუქებ-მეთქი, ვუთხარი ერთ ძმას" - რას წერს უკრაინიდან დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედ წავიდა, ფრონტის ხაზიდან წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერვე დღეა უკრაინაში ვარ, დღეს პირველად გავაცნობიერე, რომ ომში ვარ. დავემშვიდობე ბიჭებს და კაცებს, რომლებიც ძმებივით და მამებივით შევიყვარე. დავემშვიდობე და ძლივს შევიკავე ცრემლები მათთან ჩახუტებისას. ვფიქრობდი რა მედო ჯიბეში, რომ მეჩუქებინა - რა იქნებოდა მათი გულის საამებელი, თუმცა ვერაფერი ვაჩუქე… მერე ხუმრობით ვუთხარი ერთ ძმას, თირკმელს გაჩუქებ, სხვა არაფერი მაქვს-მეთქი. ვიხუმრეთ, ვაცინე და მერე შემოახტნენ მანქანის საბარგულს და წავიდნენ მწკრივად. ვცდილობ სულ ვიხუმრო, ათას სისულელეს ვროშავ, რომ არ ჰქონდეს სევდის და წუხილის განცდა რომელიმეს, თუმცა გულისთვის გამანადგურებელი ემოცია იყო ეს დამშვიდობება.
ეს კაცები ამბობენ შვილებს ვიცავთო, მათი შვილები კი საქართველოში ელოდებიან მამებს. უკრაინაში იცავენ ისინი შვილებს!
დიდება გმირებს!

ჩემს ბაჯაჯღანებს", - წერს მანგო ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2.5 მილიონი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა